სეულის მერი გარდაცვლილი იპოვეს
ამობეჭდვა · 09 / 07 / 2020 20:57
სეულის მერი გარდაცვლილი იპოვეს

პოლიციელებმა სეულის მერი პარკ ვონ სუნი სეულის ჩრდილოეთ ნაწილში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო იონჰაპი ავრცელებს.

განაცხადი პოლიციაში პარკ ვონ სუნის ქალიშვილმა მას შემდეგ დაწერა, რაც, მისივე თქმით, სეულის მერმა სახლი მოულოდნელად, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დატოვა და აღარ დაბრუნებულა.

სეულის მერის გარდაცვალების მიზეზი და დეტალები ჯერ უცნობია.