საქართველოში კორონავირუსით 5 ადამიანი დაინფიცირდა, 2 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
ამობეჭდვა · 10 / 07 / 2020 10:14
საქართველოში კორონავირუსით 5 ადამიანი დაინფიცირდა, 2 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების  5 ახაალი შემთხვევა დადასტურდა, რითაც დაავადებულთა საერთო რაოდენობა 973-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

გამოჯანმრთელებულ პაიენტთა რაოდენობა ორით გაიზარდა. მთლიანობაში ქვეყანაში ახალი კორონავირუსი 846 პაციენტმა დაამარცხა.


კარანტინის რეჟიმშია 4851ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 231 პირი. 

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.

ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.