გვარამია შაქარაშვილის საქმეზე: რატომ აღმოჩნდნენ ტელევიზიები საქმის გამომძიებლები და რატომ არ გაიხსნებოდა საქმე, რომ არა მედიის აგრესიული შეტევა გამოძიებაზე?
ამობეჭდვა · 10 / 07 / 2020 15:53
გვარამია შაქარაშვილის საქმეზე: რატომ აღმოჩნდნენ ტელევიზიები საქმის გამომძიებლები და რატომ არ გაიხსნებოდა საქმე, რომ არა მედიის აგრესიული შეტევა გამოძიებაზე?

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: 

"ყველაფერი მთავარმა არხმა მოიგონა ხომ? 

არადა, აღმოჩნდა, რომ ყველაფერი მთავარმა არხმა გახსნა. სხვა ოპოზიციურმა ჟურნალისტებმა და ტელევიზიებმაც, ცხადია.
ახლა, დარჩა მთავარი პასუხგაუცემელი შეკითხვა: რატომ აღმოჩნდნენ ტელევიზიები საქმის გამომძიებლები და რატომ არ გაიხსნებოდა საქმე, რომ არა მედიის აგრესიული შეტევა გამოძიებაზე? ანუ:

ვინ აფარებდა ხელს მკვლელებს და ვინ აიძულებდა და დღესაც აიძულებს გამოძებას კვალის არევას?

ps და ბიძა და დამოუკიდებელი ექსპერტი აქამდე რომ იძახდნენ, არავითარი დაზიანების კვალი არაა სხეულზეო, ახლა რას ყვებიან, უამრავი სიცოცხლისდროინდელი დაზიანება რომაა სხეულზე? "ფეხი დაუცდა" ვერსიას რომ განიხილავდნენ ძრითად ვერსიად, ახლა რას ეუბნებიან საზოგადოებას?!", - წერს გვარამია ფეისბუქზე.