დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე პოლიციელი დააკავეს
ამობეჭდვა · 10 / 07 / 2020 20:53
დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე პოლიციელი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, პოლიციელი ვერიკო იმერლიშვილი დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის დააკავეს.

გამოძიება სსკ-ის 338-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და პროკურატურის მიერ, სსკ-ის 338-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს, დაკავებულია შსს-ს თანამშრომელი“, - განაცხადეს უწყებაში.