ტაბახმელაში ძაღლმა ბავშვი გიურზასგან გადაარჩინა
ამობეჭდვა · 11 / 07 / 2020 10:44
ტაბახმელაში ძაღლმა ბავშვი გიურზასგან გადაარჩინა

ტაბახმელაში ძაღლმა ბავშვი გიურზასგან გადაარჩინა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა 10 ივლისს მოხდა. ძაღლმა ეზოში მოთამაშე 5 წლის ბავშვი გიურზას თავდასხმისგან გადაარჩინა და თავად მხოლოდ დროული სამედიცინო ჩარევით გადაურჩა სიკვდილს.

„სამწუხაროდ, გველმა მოასწრო ძაღლისთვის ეკბინა, ოჯახის წევრებმა მალევე გაიაზრეს სიტუაციის სირთულე. განარიდეს ბავშვი ტერიტორიას, ჩართეს შესაბამისი სამსახურები და ძაღლი სასწრაფოდ გააქანეს კლინიკაში.

მისი მდგომარეობა იყო ძალიან რთული და დღის განმავლობაში ბევრჯერ განვიცადეთ მისი დაკარგვის შიში. მის გადარჩენას მერიის მთელი ხელმძღვანელობა გულშემატკივრობდა და მინდა სიხარულით გამცნოთ პატარა ჯარისკაცის გამარჯვების შესახებ. ვფიქრიბ, საპატიოდ დაიმსახურა დღის გმირის წოდებაც. წარმოდგენაც კი მაშინებს, რა შეიძლება მომხდარიყო, ბავშვი რომ ეზოში ძაღლის გარეშე ყოფილიყო. სახეზე დროებითი სასაცილო ასიმეტრია აქვს და სწორედ ეს ხდის სასაცილოს და მეტად საყვარელს“, - წერს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი ვახტანგ ლომჯარია.