ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის 5-ვე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია
ამობეჭდვა · 12 / 07 / 2020 12:43
ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის 5-ვე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან ყველა წყარო დადგენილია.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყველა არის იმპორტირებული შემთხვევა.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ექვსი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 986 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი, 857-ს შეადგენს.