რუსთავის „ცხელების ცენტრიდან“ პაციენტი გაიქცა
ამობეჭდვა · 12 / 07 / 2020 16:10
რუსთავის „ცხელების ცენტრიდან“ პაციენტი გაიქცა

რუსთავის „ცხელების ცენტრიდან“ პაციენტი გაიქცა.

შუახნის მამაცი, რომელსაც რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, რუსთავის საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა.

მას თერმოსკრინინგის დროს ტემპერატურა დაუდასტურდა, რის გამოც „ცხელების ცენტრის“ ბოქსირებულ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ანალიზები აუღეს.

თუმცა, ვიდრე ე.წ. ცხელების ცენტრიდან საკარანტინო სივრცეში დაბრუნდებოდა, პაციენტი ფანჯრიდან გადახტა და მიიმალა.

მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ.