საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ამობეჭდვა · 13 / 07 / 2020 10:26
საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 995-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზეა გამოქვეყნებული.

ამ დროისთვის არ შეცვლილა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და ის კვლავ 857-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში 5001 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 219. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.