მთაწმინდის რაიონში თანადაფინანსებული პროექტების განხორციელება გრძელდება
ამობეჭდვა · 13 / 07 / 2020 12:33
მთაწმინდის რაიონში თანადაფინანსებული პროექტების განხორციელება გრძელდება

მთაწმინდის რაიონში, რამდენიმე მისამართზე ლიფტების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ამჯერად, სამუშაოები ვ. პეტრიაშვილის ქუჩა N 25-27-29-ში დასრულდა.

პროექტის ფარგლებში, ლიფტების კაბინები, კარები, ელექტროძრავა და ბაგირი შეიცვალა.

სამუშაოები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 63 611 ლარი გამოიყო.