თამარ მეფის გამზირზე დაავადებული და ხმობადი ფიჭვები მოიჭრება
ამობეჭდვა · 13 / 07 / 2020 17:48
თამარ მეფის გამზირზე დაავადებული და ხმობადი ფიჭვები მოიჭრება

დედაქალაქში დაავადებული და ხმობადი ფიჭვების სანიტარიული ჭრის პროცესიnგრძელდება.

დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, 14 ივლისს, თამარ მეფის გამზირზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმდებარედ არსებულ გამწვანებულ ფერდობზე 35- მდე დაავადებული და ხმობადი ფიჭვი მოიჭრება.

თბილისის მერიის ინიციატივით, დაავადებული ფიჭვების მდგომარეობა საერთაშორისო ექსპერტებმა შეისწავლეს. მსგავსი ტიპის კვლევა საქართველოში პირველად ჩატარდა. სპეციალისტებმა ლაბორატორიული კვლევები ევროკავშირში აკრედიტებულ ლაბორატორიაში ჩაატარეს. მათი ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი დაავადების გავრცელების პრევენცია და ჯანსაღი კორომების გადარჩენა იყო.

სანიტარიული ჭრები დედაქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე ეტაპობრივად გაგრძელდება.

სამუშაოებს შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ განახორციელებს.