საქართველოში კორონავირუსი კიდევ ოთხ ადამიანს დაუდასტურდა
ამობეჭდვა · 15 / 07 / 2020 10:15
საქართველოში კორონავირუსი კიდევ ოთხ ადამიანს დაუდასტურდა

​​საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 1003-მდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 873 ადამიანი. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.

ბოლო მომაცემებით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილია - 15 კარანტინის რეჟიმშია - 5640, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 244 ადამიანი რჩება. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია 31 საქართველოს მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.