გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით 156 ადამიანი გარდაიცვალა
ამობეჭდვა · 15 / 07 / 2020 12:50
გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით 156 ადამიანი გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 6 422 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ კი 746 369-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით კიდევ 156 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვი 11 770-მდე გაიზარდა. კორონავირუსისგან 523 249 ადამიანი გამოჯანმრთელდა.