კრავეიშვილის N5-ში საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს
ამობეჭდვა · 15 / 07 / 2020 13:10
კრავეიშვილის N5-ში საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს

მთაწმინდაზე, ბ. კრავეიშვილის ქუჩა N5-ში „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, საცხოვრებელი სახლი კაპიტალურად გამაგრდება.

პროექტით გათვალისწინებულია შენობის კონსტრუქციული ელემენტების - საძირკველისა და მზიდი კედლების არმირება და ბეტონირება. ასევე, ფანჯრების ღიობების მოჩარჩოება და სეისმური სარტყელის მოწყობა. აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში ოთხი ოჯახი ცხოვრობს.

სამუშაოების განხორციელებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 155 242 ლარი დაიხარჯება.