„ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეგიონების მასშტაბით მაჟორიტარების ნაწილი შეარჩია
ამობეჭდვა · 15 / 07 / 2020 14:35
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეგიონების მასშტაბით მაჟორიტარების ნაწილი შეარჩია

„ქრონიკის“ ინფორმაციით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეგიონების მასშტაბით მაჟორიტარების ნაწილი უკვე შეარჩია. კერძოდ, გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარულ ოლქში ლევან ბეჟაშვილი იბრძოლებს, თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის ოლქში – გიორგი ბოტკოველი. ქუთაისის მაჟორიტარულ ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იქნება, ქვემო ქართლის ერთ-ერთ ოლქში კი – დავით კირკიტაძე.

არსებული ინფორმაციით, ზუგდიდის ოლქში, მაჟორიტარობისთვის მურთაზ ზოდელავა იბრძოლებს.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება.