გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს კრისტიან ურსეს შეხვდა
ამობეჭდვა · 15 / 07 / 2020 16:40
გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე  საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს  კრისტიან ურსეს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე და გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი  საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს,  კრისტიან ურსეს შეხვდნენ.

კრისტიან ურსეს საქართველოში სამუშაო ვადის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს პროკურატურის და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და მიმდინარე საერთო აქტივობებზე ისაუბრეს. საქართველოს გენერალურმა პროკურორმა კრისტიან ურსეს მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს ოფისის მიერ საქართველოს პროკურატურისთვის გაწეული დახმარებისთვის. 

 

ირაკლი შოთაძემ კრისტიან ურსეს წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პროკურატურასა და ევროპის საბჭოს შორის მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.