საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 10 კი გამოჯანმრთელდა
ამობეჭდვა · 16 / 07 / 2020 10:45
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 10 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 10 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 006 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 883 ადამიანი, 15 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5 640 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 244, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.