დონალდ ტრამპმა საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი შეცვალა
ამობეჭდვა · 16 / 07 / 2020 13:15
დონალდ ტრამპმა საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი შეცვალა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი შეცვალა, ბრედ პარსქეილს ამ თანამდებობაზე ბილ სტეპინი შეცვლის. ამის შესახებ ტრამპმა Facebook-ზე დაწერა.

„ბილ სტეპინი შტაბის ხელმძღვანელი გახდა. ბრედ პარსქეილი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ჩემ გვერდით იყო და ჩვენს ციფრულ და საინფორმაციო სტრატეგიებს მართავდა, კვლავ ამ ფუნქციას შეასრულებს და შტაბის უფროსი მრჩეველი იქნება“, - წერს ტრამპი და აღნიშნავს, რომ 2016 წელს მის გამარჯვებაში პარსქეილმა და სტეპინმა დიდი წვლილი შეიტანეს.

საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის პოზიციაზე ტრამპმა ბრედ პარსქეილი მიმდინარე წლის თებერვალში დანიშნა.