წავკისში სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა
ამობეჭდვა · 16 / 07 / 2020 15:29
წავკისში სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

წავკისში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

სკვერის ტერიტორია ახლებურად დაიგეგმა და ინფრასტრუქტურა სრულად განახლდა.

პროექტის ფარგლებში, საფეხმავლო ბილიკებზე დეკორატიული ფილები დაიგო. მოეწყო საბავშვო გასართობი ზონები - დამონტაჟდა სხვადასხვა სახის ატრაქციონი, ჩატარდა გამწვანების მასშტაბური სამუშაოები - მწვანე ნარგავებისთვის შესაბამისი ზონები მოეწყო. შესაბამისი ინვენტარი სკვერის მთელ ტერიტორიაზე განთავსდა.

დასრულებული სამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგებელმა, დავით კირკიტაძემ დაათვალიერა.

წავკისის სკვერის რეაბილიტაციისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 53 000 ლარი გამოიყო.