აფრიკის დასახლებაში ახალი სკვერი ეწყობა
ამობეჭდვა · 17 / 07 / 2020 10:19
აფრიკის დასახლებაში ახალი სკვერი ეწყობა

სამგორის გამგეობა რაიონში დასასვენებელი სივრცეების მოწყობას აქტიურად განაგრძობს. აფრიკის დასახლებაში, ჭიჭინაძის ქუჩაზე სკვერის მოწყობა სრულდება. პროექტის ღირებულება 186 490 ლარია.

ახალი დასასვენებელი სივრცე ჭიჭინაძის  N1-ში, მე-7 კორპუსის მიმდებარედ 1 100 კვ.მ ფართობზე განთავსდება. სკვერში საბავშვო მოედნები ატრაქციონებით, დასასვენებელი პავილიონი, ფიტნეს ზონა, საქანელა და საბაღე სკამები განთავსდება. ტერიტორია უკვე შემოიფარგლა დამცავი ღობით, მიმდინარეობს საფეხმავლო ბილიკების დეკორატიული ფილებით მოპირკეთება, გამოიყოფა გამწვანებული ზოლები და მოეწყობა გარე განათების სისტემა. 

სამუშაოებს, სამგორის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია „ჩვენი ჯგუფი“ აწარმოებს.

მიმდინარე წელს, სამგორის რაიონში შვიდი სკვერის მოწყობა დასრულდა, რვა პროექტი კი მიმდინარეობს.