ზუბალაშვილების ქუჩაზე წყლის სისტემა იცვლება
ამობეჭდვა · 20 / 07 / 2020 12:14
ზუბალაშვილების ქუჩაზე წყლის სისტემა იცვლება

ზუბალაშვილების ქუჩა N16-ში წყლის ქსელის მოწყობა მიმდინარეობს. აღნიშნულ მისამართზე ადგილობრივ მოსახლეობას წლების განმავლობაში სასმელ წყალთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები ჰქონდა, რომელიც ბოლო ათწლეულებია არ მოგვარებულა.

ქსელის მოწყობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 15 006 ლარი გამოიყო.