ბატონიშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები სრულდება
ამობეჭდვა · 23 / 07 / 2020 10:27
ბატონიშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები სრულდება

საბურთალოს რაიონში, ბატონიშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად, 5 500 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი  საფარი დაიგება.

მიმდინარე სამუშაო პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ ქუჩების მოწესრიგება, სადაც ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა და წლების განმავლობაში მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. ამჟამად, ბატონიშვილის ქუჩაზე სრულდება სამუშაოები - ზედა ფენის დაგება მიმდინარეობს. პროექტის დასრულების შემდეგ კი, მოსახლეობა მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

სამუშაოებს კომპანია „მშენებელი“ ასრულებს, რისთვისაც საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 420 000 ლარი.