ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე რუსთავის მაჟორიტარობას აპირებს
ამობეჭდვა · 25 / 07 / 2020 20:47
ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე რუსთავის მაჟორიტარობას აპირებს

ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის იბრძოლებს. ამის შესახებ ადვოკატი  სოციალურ ქსელში წერს.

"მოკლეთ ვიტყვი: ვაპირებ რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად ჩემი თავის წარდგენას. ვიცი ბევრს არ გაგიხარდებათ, მაგრამ ვისაც გაუხარდება ჩემი მაჟორიტარობა იქნება გარანტი, რომ რუსთაველების პრობლემების მოსაგვარებლად შევძრავ მთელ პარლამენტს, სანამ კონკრეტული პრობლემების გადაჭრა არ მოხდება. ჩემი მეშვეობით პარლამენტში იქნება ტრიბუნა, რითაც ყველა რუსთაველს შეეძლება ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის ნებისმიერი პრობლემის/იდეის გაჟღერება.
მოკლედ არჩევანი თქვენზეა.
P.S. თუ არადა ვიაროთ ერთ წრეზე...." წერს კობაიძე.