მთაწმინდაზე წყალარინების ქსელის მოწყობა გრძელდება
ამობეჭდვა · 29 / 07 / 2020 14:49
მთაწმინდაზე წყალარინების ქსელის მოწყობა გრძელდება

მთაწმინდის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, კ.მესხის ქუჩის შესახვევ N2/7-ში წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნულ მისამართზე ძალიან მძიმე სიტუაცია იყო, წყალარინების ქსელი ათწლეულებია არ შეცვლილა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდებათ.

სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით კონტრაქტორი კომპანია ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 39047 ლარია გამოყოფილი.