პროკურორი - გიორგი რურუას საქმეზე სასამართლომ სწორი გადაწყეტილება მიიღო
ამობეჭდვა · 30 / 07 / 2020 13:30
პროკურორი - გიორგი რურუას საქმეზე სასამართლომ სწორი გადაწყეტილება მიიღო

გიორგი რურუას საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებამდე მტკიცებულებების შეფასების შედეგად მივიდა, – ამის შესახებ გიორგი რურუას ბრალდების საქმის პროკურორმა, ვასილ სამხარაძემ სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, სასამართლოს გადაწყვეტილება არის სწორი, რაც წარდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით იქნა მიღებული.

„ბრალდების მხარის მეირ წარმოდგენილი მტკიცებულებები დღეს სასამართლომ საბოლოოდ შეაფასა და მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყეტილება. სასამართლომ ბრალად წარდგენილ ქმედებებში, 381-ე მუხლის პირველ ნაწილში და 236 მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილში გიორგი რურუა დამნაშავედ სცნო. ერთობლიობაში სასამართლომ მიუსაჯა მას თავისუფლების აღკვეთა ოთხი წის ვადით. ეს არის ერთადერთი ლოგიკური გადაწყეტილება და სასამართლო ამ გადაწყვეტილებამდე მტკიცებულებების შეფასების შედეგად მივიდა. პოლიტიკურ ჭრილს რაც შეეხება, მტკიცებულებებს აფასებს სასამართლო, ბრალდების მხარესაც მტკიცებულებები ჰქონდა წარდგენილი და ამ მტკიცებულებების შეფასება მოხდა სასამართლო სხდომაზე“, – განაცხადა პროკუროირმა ვასილ სამხარაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუა წარდგენილ ორივე მუხლში დამნაშავედ ცნო და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. გამოძიება გიორგი რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებოდა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. სასამართლომ გიორგი რურუა სსკ-ის 381-ე მუხლითაც გაამტყუნა, რაც ძალაში შესული განაჩენის ხელის შეშლას გულისხმობს.