მასწავლებლობის მსურველთა საგამოცდო პროცესი სრულდება
ამობეჭდვა · 30 / 07 / 2020 13:57
მასწავლებლობის მსურველთა საგამოცდო პროცესი სრულდება

მასწავლებლობის მსურველთა საგამოცდო პროცესი სრულდება. დღეს აპლიკანტები ბოლო გამოცდას უცხოურ ენებში, ასევე ქართულში, როგორც მეორე ენაში აბარებენ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, ტესტირებები ყველა იმ რეკომენდაციის დაცვით მიმდინარეობდა, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეიმუშავა.

სოფიო გორგაძის თქმით, აგვისტოს პირველი ნახევრიდან აბიტურიენტების, ხოლო ამავე თვის მეორე ნახევრიდან მასწავლებლობის მსურველთა ტესტირების პასუხები გამოქვეყნდება.

საგამოცდო პროცესი 22 ივლისს დაიწყო და გამოცდებზე პედაგოგობის მსურველი 12 000-მდე გამოსაცდელი დარეგისტრირდა.

აქვე გეტყვით,რომ განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით პრაქტიკოსი მასწავლებლების ტესტირება გადავადდა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შემოდგომაზე ჩატარდება.