საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სასწავლო პროცესის დაწყების თარიღის გადმოწევა არ იგეგმება - ჯანდაცვის მინისტრი
ამობეჭდვა · 30 / 07 / 2020 13:58
საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სასწავლო პროცესის დაწყების თარიღის გადმოწევა არ იგეგმება - ჯანდაცვის მინისტრი

საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სასწავლო პროცესის დაწყების თარიღის გადმოწევა არ იგეგმება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკატერინე ტიკარაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო განათლების სამინისტროსთან ერთად მუშაობს, რათა ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღონ, თუ რა დროს და რა სისტემით მოხდება სწავლება საქართველოში.

„ამ ეტაპისთვის საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სასწავლო პროცესის დაწყების თარიღის გადმოწევა არ იგეგმება. სავარაუდოდ, სწავლა განახლდება მაშინ, როგორც ეს ზოგადად, საქართველოში არის მიჩნეული. მნიშვნელოვანია ის, რომ განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროსთან და ეს ყველაფერი იქნება დაკვირვების ფაზაში იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება ეპიდსიტუაცია. ჩვენ ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ და რა სისტემით განვახორციელოთ სწავლა საქართველოში", - განაცხადა ტიკარაძემ.