რუსეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 5 509 ახალი შეთხვევა გამოვლინდა
ამობეჭდვა · 30 / 07 / 2020 14:05
რუსეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 5 509 ახალი შეთხვევა გამოვლინდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 5 509 ახალი შეთხვევა გამოვლინდა.

რუსეთის კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 834 499 შემთხვევაა დადასტურებული.

ბოლო ერთ დღეში რუსეთში „კოვიდ 19“-ს 129 ადამიანი ემსხვერპლა, გარდაცვლილების საერთო რაოდენობა კი 13 802-ს აღწევს.

რუსეთის ოპერატიულ შტაბში ამბობენ, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციისგან 9 322 ადამიანი განიკურნა, საერთო ჯამში კი „კოვიდ 19“-სგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 629 655-ს შეადგენს.