ოქროყანაში, ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა
ამობეჭდვა · 30 / 07 / 2020 14:53
ოქროყანაში, ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა

მთაწმინდის რაიონის გამგეობა შემოერთებულ ტერიტორიებზე გზების კეთილმოწყობის კიდევ რამდენიმე პროექტს ახორციელებს. ამჯერად, ოქროყანაში, ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა. აღნიშნულ მისამართზე სამანქანო გზა სრულად ამორტიზებული იყო. პროექტის ფარგლებში, 500 კვ.მ. ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო.

სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანია შპს „ახალმა საფარმა“ შეასრულა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 21 000 ლარი გამოიყო.