ეკატერინე ტიკარაძე - ლილოს ბაზრობაზე 3800 ადამიანი გამოიკვლიეს, აქედან კორონავირუსი ხუთს დაუდასტურდა
ამობეჭდვა · 31 / 07 / 2020 17:40
ეკატერინე ტიკარაძე - ლილოს ბაზრობაზე 3800 ადამიანი გამოიკვლიეს, აქედან კორონავირუსი ხუთს დაუდასტურდა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ლილოს ბაზრობაზე 3800 ადამიანის გამოკვლევა მოხდა, აქედან კი კორონავირუსი 5 პირს დაუდასტურდა.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, კორონავირუსზე ტესტირება სხვა ბაზრებზეც ტარდება, თუმცა ამ ეტაპზე მასშტაბური კვლევა არ იგეგმება.

„ჩვენ ვგეგმავთ თბილისში სხვა ბაზრობებზე 200-მდე ადამიანის ტესტირებას. ასევე, გავაგრძელებთ ტესტირებას იმის მიხედვით, თუ რა მონაცემები შეგროვდება ჩვენი ეპიდემიოლოგების მიერ. ე.წ. დინამოს ბაზრობაზე ტესტირება უკვე დაწყებულია. დანარჩენ ბაზრობაზე დავგეგმავთ იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ეპიდსიტუაცია“, – განაცხადა მინისტრმა.