კელი დეგნანი რურუას შეწყალებაზე - პრეზიდენტმა ძალიან გაბედული გადაწყვეტილება მიიღო ორ სხვა საქმესთან დაკავშირებით
ამობეჭდვა · 31 / 07 / 2020 19:37
კელი დეგნანი რურუას შეწყალებაზე - პრეზიდენტმა ძალიან გაბედული გადაწყვეტილება მიიღო ორ სხვა საქმესთან დაკავშირებით

პრეზიდენტმა ძალიან გაბედული გადაწყვეტილება მიიღო ორ სხვა საქმესთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა "მთავარი არხის" დამფუძნებლის, გიორგი რურუას საქმესთან დაკავშირებით.

ელჩის თქმით, 8 მარტის შეთანხმება მოიცავდა მნიშვნელოვან დაპირებას, რომ თავიდან იქნებოდა აცილებული სასამართლო პროცესში პოლიტიკური ჩარევა.

„საქართველოს პრეზიდენტმა ძალიან გაბედული გადაწყვეტილება მიიღო ორ სხვა საქმესთან დაკავშირებით, რაც პოლიტიკური სიტუაციის დეპოლარიზებას ისახავდა მიზნად. საბოლოო ჯამში, ეს პრეზიდენტის გადაწყვეტილება იქნება. 8 მარტის შეთანხმება მოიცავდა მნიშვნელოვან დაპირებას, რომ თავიდან იქნებოდა აცილებული სასამართლო პროცესში პოლიტიკური ჩარევა. ამ დაპირებას არ აქვს ვადები. დაპირება, რომელიც მხარეებმა აიღეს, გათვალისწინებულია წარსულზე, აწმყოზე და მომავალზე“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ცოტა ხნის წინ, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს ისე მოიქცეს, როგორც ეს უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალების დროს გააკეთა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.