თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი შსს-ში მივიდნენ
ამობეჭდვა · 31 / 07 / 2020 20:52
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი შსს-ში მივიდნენ

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროში, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროს მამუკა ჭელიძესთან შესახვედრად მივიდნენ.

ბაჩალიაშვილების ოჯახის ინტერესების დამცველი განცხადებით, უწყებასთან კითხვები აქვს, თუ როდის გადაეცემა მას დრონის და კამერების ჩანაწერები. ამასთან, რამიშვილი არ გამორიცხავს, რომ  მოთხოვნილი მასალის ნაწილი დღესვე გააცნონ.

"კითხვები გვაქვს ჭელიძესთან კონკრეტულად, როდის გადმოგვეცემა მასალები დრონისა და ვიდეო კამერების ჩანაწერები, ასევე სატელეფონო ანძების ამონაწერები, რომელიც საქმეში ამ დრომდე არ დევს,"- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.