სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 291 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ამობეჭდვა · 01 / 08 / 2020 11:21
სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 291 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 291 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ, სომხეთში კოროანვირუსული ინფექცია უკვე 38 841 ადამიანს დაუდასტურდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს 11 ადამიანი ემსხვერპლა.

ეპიდემიით 749 ადამიანი დაიღუპა, 29 557 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა, მათ შორის 560 გასული დღე-ღამის განმავლობაში.