რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 427 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ამობეჭდვა · 02 / 08 / 2020 12:59
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 427 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 5 427 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 70 ადამიანი გარდაიცვალა.

ჯამში, ეპიდემიის დაწყებიდან 2 აგვისტომდე, ქვეყანის ტერიტორიაზე 850 870 კოვიდინფიცირებული აღრიცხეს.

როგორც რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, კორონავირუსის გავრცელების ტემპი ყველაზე მაღალი მოსკოვშია, სადაც ბოლო დღე-ღამეში 664 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

სულ, რუსეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 14 128 შეადგინა. 650 173 პაციენტი კი განიკურნა.