თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი შსს-ში შეხვედრას მართავენ
ამობეჭდვა · 02 / 08 / 2020 13:45
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი შსს-ში შეხვედრას მართავენ

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოჯატი შსს-ში გამომძიებლებს ხვდებიან. უწყებაში შესვლამდე მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ ბევრი კითხვა აქვთ, რომელზეც პასუხის გაცემაა საჭირო.

„ეჭვი, ვარაუდი და კითხვა ძალიან ბევრია. გვაინტერესებს ყველაფერი, გვინდა, ყველა კითხვაზე მივიღოთ პასუხი“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილის დედა აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს მისი შვილის გარდაცვალების საქმის გამოსაძიებლად. თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტების შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა სურს.

„რამდენადაც ვიცი, მან თქვა, რომ ბაჩალიაშვილისა და შაქარაშვილის საქმე გამოძიებული უნდა იყოს, რას მეტყვის მინდა, მისგან გავიგო“, - აცხადებს თეონა თამაზაშვილი.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა გულისხმობს.

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგო ნაცრისფერი ჰუნდაის მარკის მანქანით გადაადგილდებოდა.