საქართველოში კორონავირუსით 2 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 4 პაციენტი
ამობეჭდვა · 03 / 08 / 2020 10:07
საქართველოში კორონავირუსით 2 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 4 პაციენტი

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ორი ადამიანი დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1179 შემთხვევაა დადასტურებული. რაც შეეხება გამოჯანმრთელდა რაოდეობას, ის კიდევ ოთხით გაიზარდა და მთლიანობაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 959-ს მიაღწია.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 6919 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 251.