აბაკელიას ქუჩაზე ეზოების კეთილმოწყობა მიმდინარეობს
ამობეჭდვა · 03 / 08 / 2020 15:22
აბაკელიას ქუჩაზე ეზოების კეთილმოწყობა მიმდინარეობს

მთაწმინდის რაიონში, აბაკელიას ქუჩაზე N5-ში და N13-ში შიდა ეზოების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში კი, 380 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. სამუშაოებს, მთაწმინდის რაიონის დაკვეთით კონტრაქტორი კომპანია - შპს “ახალი საფარი “ ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 15 660 ლარი არის გამოყოფილი.