კოჯორში მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს
ამობეჭდვა · 04 / 08 / 2020 14:22
კოჯორში მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

მთაწმინდის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განაგრძობს. ამჯერად, კოჯორში, ორბელიანის ქუჩაზე, ასფალტის საფარი, დაახლოებით, 4500 კვ. მ. ფართობზე მოეწყობა.

სამუშაოებისთვის, რომელსაც მთაწმინდის რაიონის დაკვეთით, შპს „პარმა“ ახორციელებს, 400 000 ლარამდე არის გათვალისწინებული. პროექტის ფარგლებში, ამორტიზებულ სამანქანო გზას, ორფენიანი ასფალტის საფარი შეცვლის.

ქუჩაზე, ასევე, მოეწყობა გრუნტის დამჭერი კედელიც, რომელიც სავალ გზას და ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებს გრუნტის ჩამოშლისგან დაიცავს.