აშშ-ში კორონავირუსის 57 540 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ამობეჭდვა · 05 / 08 / 2020 11:05
აშშ-ში კორონავირუსის 57 540 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ 19“-ის 57 540 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 1399 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „სიენენი“ ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ყველაზე რთული მდგომარეობა კვლავ კალიფორნიის შტატშია, სადაც ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ინფექციის 526 685 შემთხვევაა გამოვლენილი.

ჯამში, ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, 4 771 080 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 156 801 ადამიანი.