ჭონქაძის ქუჩაზე გრუნტის დამჭერი კედელი ეწყობა
ამობეჭდვა · 05 / 08 / 2020 14:00
ჭონქაძის ქუჩაზე გრუნტის დამჭერი კედელი ეწყობა

მთაწმინდის რაიონის გამგეობა, მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კიდევ რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს.

ჭონქაძის ქუჩაზე №18-ის მიმდებარედ, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, 23 გრძივი მეტრის რკინა-ბეტონის კედელი მოეწყობა. აღნიშნული პროექტი სავალ გზასა და ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებს გრუნტის ჩამოშლისგან დაიცავს.

პროექტს მთაწმინდის რაიონის გამგეობა აფინანსებს და ბიუჯეტიდან 96 109 ლარი არის გამოყოფილი. სამუშაოებს შპს „ბესკო“ ასრულებს.