ლიბანის ხელისუფლებამ ბეირუთი კატასტროფის ზონად გამოაცხადა
ამობეჭდვა · 05 / 08 / 2020 20:20
ლიბანის ხელისუფლებამ ბეირუთი კატასტროფის ზონად გამოაცხადა

ლიბანის ხელისუფლებამ ქვეყნის დედაქალაქი ბეირუთი კატასტროფის ზონად გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციის მინისტრმა, მანალ აბდელ სამად ნაჟდმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, ბეირუთში ორი კვირის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი იმოქმედებს.

„თავდაცვის საბჭო უშუალოდ იქნება პასუხისმგებელი უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. მთავრობა ასევე გადადგამს ყველა ნაბიჯს, რათა ექსპორტისა და იმპორტის ოპერაციების მდგრადობა უზრუნველყოს“, - აღნიშნა მინისტრმა.

ძლიერი აფეთქება ბეირუთის პორტში 4 აგვისტოს საღამოს მოხდა. მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა, დაშავებულია 4 000 ადამიანი.

ლიბანის ხელისუფლება მსხვერპლის ზრდას ელოდება, რადგან ბევრი ადამიანი დაკარგულად ითვლება. შენობების ნანგრევებში ცხედრებს ამ დრომდე პოულობენ.ბეირუთში საავადმყოფოები გადავსებულია და პაციენტებს პირველად სამედიცინო დახმარებას ექიმები ქუჩებში უწევენ.