შეეხება თუ არა 200-ლარიანი დახმარება საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს?
ამობეჭდვა · 06 / 08 / 2020 13:00
შეეხება თუ არა 200-ლარიანი დახმარება საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს?

საქართველოს მთავრობა 17 წლამდე ასაკის ბავშვებს ერთჯერადად 200-ლარიან დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ განცხადება პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა.

აღნიშნული დახმარება კორონავირუსის პანდემიის სოციალურ პაკეტშია გათვალისიწნებული.

მთავრობის ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ბავშვიანი ოჯახები ინტერესდებიან შეეხება, თუ არა 200-ლარიანი დახმარება საბავშვო ბაღის ასაკში მყოფ ბავშვებსაც? ხომ არ არის ეს დახმარება გათვალისიწნებული მხოლოდ სკოლის მოსწავლეებზე?

როგორც „პრაიმტაიმს“ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, დახმარება გავრცელდება საბავშვო ბაღის აღსაზრდელებზეც. მთავრობაში კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ დახმარებას მიიღებს 17 წლის ასაკამდე საქართველოს ყველა მოქალაქე.