ტაბიძის ქუჩაზე სადარბაზოს სარემონტო სამუშაოები დასრულდა
ამობეჭდვა · 06 / 08 / 2020 14:43
ტაბიძის ქუჩაზე სადარბაზოს სარემონტო სამუშაოები დასრულდა

სოლოლაკში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ტაბიძის ქუჩა N15-ში სადარბაზოს სარემონტო სამუშაოები დასრულდა.
პროექტის ფარგლებში, კედლები და ჭერი შეიღება. სადარბაზოში არსებული მხატვრული ფრაგმენტები კი, უცვლელი დარჩა და სადარბაზომ პირვანდელი სახე შეინარჩუნა.

სამუშაოები, გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 15 982 ლარი გამოიყო.