ექიმის დასკვნა ვრცელდება, რომელშიც თამარ ბაჩალიაშვილის ფსიქიკურ მდგომარეობაზეა საუბარი
ამობეჭდვა · 06 / 08 / 2020 16:40
ექიმის დასკვნა ვრცელდება, რომელშიც თამარ ბაჩალიაშვილის ფსიქიკურ მდგომარეობაზეა საუბარი

ტელეკომპანია "იმედი" ექიმის დასკვნას ავრცელებს, რომელშიც თამარ ბაჩალიაშვილის ფსიქიკურ მდგომარეობაზეა საუბარი.

„ქრონიკის“მიერ მოპოვებული დასკვნა ექიმ ხათუნა ჩაფიძის მიერ, 2012 წელს არის შედგენილი. ექიმი დეტალურად აღწერს, რა მდგომარეობაში იმყოფებოდა თამარ ბაჩალიაშვილი მასთან მისვლის დროს.

როგორც ექიმი განმარტავს, ის საკმაოდ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ხშირ შემთხვევაში იყო უკონტაქტო, გამოირჩეოდა აგრესიულობით. მედიკოსი ამბობს იმასაც, რომ სავარაუდოდ, ეს ფონი ოჯახური მდგომარეობით იყო განპირობებული. უფრო ზუსტად, გარდაცვლილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი გამოირჩეოდა აგრესიულობით, ხშირად ეტანებოდა ალკოჰოლს და ამის გამო კონფლიქტი ჰქონდა მეუღლესთან. ექიმის თქმით, ამ ყველაფრის გამო თამარ ბაჩალიაშვილის მაშინდელი ფსიქიკური მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო.

„ფსიქიკური პრობლემები შეექმნა დაახლოებით ბოლო ორი თვეა. მშობლებს დიდი ხანია აქვთ კონფლიქტური ურთიერთობა, ხშირია ოჯახში ჩხუბი, ყვირილი. მამა გამოირჩევა ფეთქებადობით, აღგზნებადობით, ეტანება ალკოჰოლს. ყოველივე ზემოთ აღნიშნულს პაციენტი ძალიან განიცდიდა, თუმცა ამაზე ხმამაღლა არ საუბრობდა. დაახლოებით ორი თვის წინ, ოჯახში მორიგი კონფლიქტის შემდეგ, დედამ გამოიძახა უბნის ინსპექტორი. აღნიშნული პაციენტმა ძალიან განიცადა. იყო გაჩუმებული, ხან გაღიზიანებული. ხშირად მოულოდნელად კრთებოდა, უკანკალებდა ხელები, ყვიროდა - მომბეზრდა ყველაფერი. 5.01.2012-ში, დედის გადმოცემით, ჟვანიას სახელობის კლინიკაში მიიყვანეს კოლაფტოიდურ მდგომარეობაში. მეორე დღეს გაეწერა სახლში, სადაც კვლავ იყო დათრგუნული. ბოლო ერთი დღეა არ უჭამია საჭმელი, ამის შემდეგ მოიყვანეს ჩვენს კლინიკაში“, - ნათქვამია ექიმის 2012 წლის დასკვნაში.