რუსეთში კორონავირუსის 5 212 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ამობეჭდვა · 08 / 08 / 2020 12:40
რუსეთში კორონავირუსის 5 212 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 5 212 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 882 347-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე განცხადებით, კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 129 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 14 854 -ს მიაღწია. ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში „კოვიდ 19“-სგან 690 207 პაციენტი გამოჯანმრთელდა, აქედან 6 615 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში.

ცნობისთვის, კოვიდინფიცირებულების რაოდენობით რუსეთი მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ს, ბრაზილიისა და ინდოეთის შემდეგ.