სომხეთში კორონავირუსის 200 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ამობეჭდვა · 08 / 08 / 2020 12:40
სომხეთში კორონავირუსის 200 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში, კორონავირუსის 200 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 40 185-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ 19“-ს კიდევ 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 785 -ს მიაღწია.

ბოლო მონაცემებით, სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსით დაინფიცირებული 32 395 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ამჟამად კი 6 777 ადამიანი მკურნალობს.