გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსის 105 შემთხვევა დაფიქსირდა
ამობეჭდვა · 08 / 08 / 2020 18:16
გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსის 105 შემთხვევა დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 105 ადამიანს გამოუვლინდა. 360 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 5 ინფიცირებული კი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 33 481 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 488 ადამიანი.