საქართველოში კორონავირუსით 9 ადამიანი დაინფიცირდა, 4 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
ამობეჭდვა · 09 / 08 / 2020 10:17
საქართველოში კორონავირუსით 9 ადამიანი დაინფიცირდა, 4 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1225-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 4-ით გაიზარდა და 1000-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 7068 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 250.