ახალქალაქში მდებარე ერთ-ერთი ობიექტის სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებული კადრებს ავრცელებს "პირველი არხი". კადრებში ჩანს გუშინ ქალაქში მომხდარი დაპირისპირება, რა დროსაც ერთი ადამიანი მოკლეს.
ახალქალაქში მკვლელობა 8 აგვისტოს მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს 30 წლამდე ასაკის მამაკაცი.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა) მუხლებით დაიწყო. ადგილობრივების თქმით, ახალქალაქში მომხდარი მკვლელობა რამდენიმეწლიან კონფლიქტს უკავშირდება.
მკვლელობის შემდეგ, 8 აგვისტოს საღამოს ახალქალაქში სიტუაცია დაიძაბა, რის გამოც სამართალდამცველების მობილიზება გახდა საჭირო. გარდაცვლილის სოფლელებმა ახალქალაქში სავარაუდო მკვლელის ახლობლების უძრავი ქონება დააზიანეს.
სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული უკვე დააკავეს, გამოძიება დაიწყო ჯგუფური ძალადობის ფაქტზეც.
USD | 3.0401 |
EUR | 3.4387 |
GBP | 3.8351 |
TRY | 0.4451 |