შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის კეთილმოწყობა გრძელდება
ამობეჭდვა · 10 / 08 / 2020 12:06
შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის კეთილმოწყობა გრძელდება

მთაწმინდის რაიონის გამგეობა შემოერთებულ ტერიტორიებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ამჯერად, ტაბახმელაში N5 კორპუსის მიმდებარედ გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნულ მისამართზე სამანქანო გზა სრულად ამორტიზებული იყო და ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა. პროექტის ფარგლებში, 1000 კვ.მ. ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება.

სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია, შპს „ახალი საფარი“ ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 40 000 ლარია გამოყოფილი.