ანტონიო ბანდერასს კორონავირუსი დაუდასტურდა
ამობეჭდვა · 10 / 08 / 2020 19:19
ანტონიო ბანდერასს კორონავირუსი დაუდასტურდა

ესპანელ მსახიობს, მომღერალსა და პროდიუსერს, ანტონიო ბანდერასს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს.

„თავს კარგად ვგრძნობ, ცოტათი მეტად ვარ დაღლილი, ვიდრე ჩვეულებისამებრ. დარწმუნებული ვარ, სწრაფად გამოვჯანმრთელდები“, – განაცხადა ბანდერასმა.

მედიის ინფორმაციით, ანტონიო ბანდერასი კარანტინში იმყოფება.